სამხედრო წვრთნები „კავკასიის არწივი 2019“ გრძელდება

სამხედრო წვრთნები „კავკასიის არწივი 2019“ გრძელდება

1277791
სამხედრო წვრთნები „კავკასიის არწივი 2019“ გრძელდება

თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების ძალების აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გრძელდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, 23 სექტემბერს დაწყებული სამხედრო წვრთნების „კავკასიის არწივი 2019“ დღევანდელ ეტაპზე შესრულდა ტერორისტების მიერ დაკავებული შენობის აღების და ასევე მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების გათიშვის ამოცანა.

შერეული ჯგუფების მიერ შესრულებულ მისიებში საჰაერო საშუალებებიც გამოიყენეს.

სამხედრო წვრთნები, რომელსაც დამკვირვებლად პაკისტანელი სამხედროები ესწრებიან 1 ოქტომბერს დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები