აშშ-მ ირანის კოსმოსური სივრცის კვლევის ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ სამი ირანული კოსმოსური სივრცის კვლევის ფირმა „რაკეტის დამზადებაში მონაწილეობის“ გამო სანქციების სიაში შეიტანა

1263330
აშშ-მ ირანის კოსმოსური სივრცის კვლევის ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ირანული კოსმოსური სივრცის კვლევის ფირმა „რაკეტის დამზადებაში მონაწილეობის“ გამო სანქციების სიაში შეიტანა.   

სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ფირმები ირანის კოსმონავტიკის კვლევის ინსტიტუტი, ირანის კოსმოსური სააგენტო და ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრი სანქციების სიაში შეიტანეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის კოსმოსური სააგენტო და ორი კვლევითი ინსტიტუტი ზუსტი გავრცელების აქტივობების გამო სანქციების სიაში შეიტანა. აშშ-ს, ბალისტიკური რაკეტის დამზადებაში როლის შესრულების გამო პირველად შეჰყავს ირანული სამოქალაქო კოსმოსური სააგენტო სანქციების სიაში.“

აქვე ნათქვამია, რომ ირანის კოსმოსური კვლევის სამუშაოების სახელით ბალისტიკური რაკეტის შექმნის საქმიანობას არ დაუშვებენ და დამატებულია: „ეს სანქციები გაფრთხილებაა ირანის კოსმოსურ პროგრამაში მონაწილეობით თეირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში მონაწილე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის.“
 



მსგავსი ინფორმაციები