რუსული თანამგზავრის შეპირაპირება კოსმოსურ სადგურთან ვერ მოხდა

მომდევნო მცდელობა ხვალ შესდგება

1257991
რუსული თანამგზავრის შეპირაპირება კოსმოსურ სადგურთან ვერ მოხდა

 

რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტო ROSKOSMOS-ის განცხადების თანახმად, ჰუმანოიდი (ადამიანის მსგავსი) რობოტის მატარებელი რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდი ვერ შეუპირისპირდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ამავე განცხადებით, რუსულ თანამგზავრს კოსმოსურ სადგურზე ტესტების, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა საჭირო მოთხოვნების გარდა, ასევე "Skybot F-850" მოდელის ადამიანის მსგავსი რობოტიც ჩაჰქონდა, მაგრამ, შეპირაპირება წარუმატებლად დასრულდა. “კოსმოსური სადგური და მასზე მყოფი ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან. ავტომატური შეპირაპირების სისტემამ ვერ მოახერხა ხომალდის სტაბილიზება და სადგურთან მიახლოვების დაწყება“, აღნიშნულია ამავე განცხადებაში. როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა თქვა, რომ ახალი შეპირაპირების მცდელობა ხვალ განხორციელდება. კაფსულა, რომელშიც ჰუმანოიდური რობოტი სახელწოდებით ფიოდორი იმყოფება, ყაზახეთის ბაიკანურის კოსმოსური სადგურიდან 22 აგვისტოს გაიტყორცნა



მსგავსი ინფორმაციები