ამერიკამ ახალი საკრუიზო რაკეტა გამოსცადა

ასეთი რაკეტები აკრძალული იყო INF-ს შეთანხმებით

1255118
ამერიკამ ახალი საკრუიზო რაკეტა გამოსცადა

 

აშშ-მა გამოსცადა რაკეტა, რომელიც აკრძალული იყო ორ ქვეყანას შორის ამ ახლო ხანებში გაუქმებული საშუალო დონის ბირთვული იარაღის ხელშეკრულებით. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ (პენტაგონმა) გამოაცხადა, რომ მათ კალიფორნიის სან ნიკოლასის კუნძულზე გამოსცადეს ახალი,  "საშუალო რადიუსიანი საკრუიზო რაკეტა", რომლის სამიზნე 500 კილომეტრზე მეტია და ეს სამიზნე წარმატებით იქნა განადგურებული. ამავე განცხადებით, ეს ტესტი ხელს შეუწყობს საშუალო რადიუსის რაკეტების განვითარებას, რომლის წარმოებაც აკრძალულია საშუალო რადიუსიანი ბირთვული იარაღის (INF) შეთანხმებით, რომლსაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს 1987 წლის 8 დეკემბერს, მაგრამ, ორივე ქვეყანა ამ ახლო ხანებში გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან



მსგავსი ინფორმაციები