საუდის არაბეთმა 1 უპილოტო ჩამოაგდო

იგი ჰუსიტებს ეკუთვნოდათ

1251615
საუდის არაბეთმა 1 უპილოტო ჩამოაგდო

 

საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციურმა ძალებმა, ჰუსიტების კუთვნილი ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA– ს თანახმად, ამის შესახებ განაცხადა კოალიციის პრეს სპიკერმა თურქი ელ მალიქმა, თუმცა მას სხვა დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მანამდის კი ირანელთა მხარდაჭერით მოსარგებლე ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა იაჰია სერიმ განაცხადა, რომ მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს  საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში,  ქალაქ ჰამის მუშაითში მოქმედ მეფე ხალიდის სახელობის საჰაერო ბაზაზე. იემენში მეტად აქტიური ჰუსიტები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ, ამ ბოლო ხანებში უპილოტო საფრენი აპარატებით და კიდევ, საშუალო და გრძელ რადიუსიანი  დისტანციური ბალისტიკური რაკეტებით, ხშირად ესხმიან თავს საუდის არაბეთის სამხედრო ობიექტებს



მსგავსი ინფორმაციები