იაპონიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით გუშინ 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

1247699
იაპონიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით გუშინ 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნაიმეს ჩრდილო-აღმოსავლეთით 54 კილომეტრის დაშორებით, დედამიწის ზედაპირიდან 38,6 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით კი მიწისძვრის სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა, სიღრმე კი 50 კილომეტრი იყო.

მიწისძვრის შემდეგ, რომლის ბიძგებიც ფუკუსიმასა და მიაგის პროვინციებში იგრძნობოდა, ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.

ეროვნული სატელევიზიო არხის NHK-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრო კომპანიამ რეგიონში არსებული ბირთვული რეაქტორები შეამოწმა, რათა დადგინდეს გამოიწვია თუ არა მიწისძვრა მათი დაზიანება.

იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მომხდარმა 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ და შემდგომმა ცუნამმა ბირთვულ სადგურ ფუკუსიმაზე რადიოაქტიური გაჟონვა გამოიწვია.

რეგიონში მცხოვრები ათი ათასობით ადამიანი გაჟონვის შემდეგ იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები