აშშ სამ ქვეყანას 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მიჰყიდის

ამერიკის ხელისუფლებამ, ეგვიპტის, სამხრეთ კორეისა და კანადისთვის მთლიანობაში 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის ნებართვა გასცა

1245327
აშშ სამ ქვეყანას 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მიჰყიდის

ამერიკის ხელისუფლებამ, ეგვიპტის, სამხრეთ კორეისა და კანადისთვის მთლიანობაში 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის ნებართვა გასცა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) წერილობითი განცხადების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული სავარაუდო იარაღის მიყიდვაზე თანხმობის გამოცხადების საკითხზე კონგრესი ინფორმირებული იქნა.

სააგენტომ სამი სხვადასხვა პაკეტის სახით დამტკიცებული იარაღის გაყიდვებისთვის ცალ-ცალკე წერილი იქნა გაგზავნილი კონგრესში, რომლებშიც ნათქვამია, რომ ეგვიპტის, სამხრეთ კორეისა და კანადისთვის მთლიანობაში 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის ნებართვა გაიცა.

აღნიშნულია, რომ ეგვიპტეს 554 მილიონი დოლარის სანაცვლოდ "Oliver Hazard Perry"-ს ტიპის საბრძოლო გემების, სარაკეტო ნავები FMC-ს და გამნაღმველი გემების MHC/CMH-ისათვის ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად 25 და 28 მეტრიანი ორი ჩქაროსნული საპატრულო ნავი მიჰყიდეს.

სამხრეთ კორეა კი 950 მილიონი დოლარის სანაცვლოდ 30 ერთეული RQ-4 Block-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისათვის ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ფრენის სწავლებას, საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ნაწილების და სარემონტო დახმარებას შეიძენს.

ამასთანავე კანადა 44 მილიონი დოლარის სანაცვლოდ 152 ერთეულ MIDS-JTRS-ის მოწინავე სამხედრო საკომუნიკაციო მოწყობილობას, ტექნიკურ მხარდაჭერას და ნაწილებს შეიძენს.



მსგავსი ინფორმაციები