მთვარეზე პირველი ნაბიჯის კადრები აუქციონზე 1 მილიონ 820 ათას დოლარად გაიყიდა
მთვარეზე პირველი ნაბიჯის კადრები აუქციონზე 1 მილიონ 820 ათას დოლარად გაიყიდა
ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ 1976 წელში შეცდომით 217 დოლარად ორგანიზაციაში მომუშავე სტაჟიორისთვის მიყიდული მთვარეზე პირველი ნაბიჯის კადრები აუქციონზე 1 მილიონ 820 ათას დოლარად გაიყიდა.
სოტბის აუქციონის სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „აპოლი 11-ის მთვარეზე დაშვების დღემდე შემორჩენილი საუკეთესო ნასა-ს ვიდეო კასეტის ჩანაწერები ნიუ-იორკში აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.“
დღემდე დაცული 3 ორიგინალური კასეტა მთლიანობაში 2,5 საათიანი კადრებისგან შედგება.
კადრებზე ასახულია ასტრონავტის ნილ არმსტრონგის მთვარეზე პირველი ნაბიჯები და აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის საუბარი. კასეტები, რომლებზე ეს კადრებია ასახული, 1976 წელში იმ პერიოდში ნასა-ში დასაქმებული სტაჟიორს გერი ჯორჯს აუქციონზე შეცდომით სხვა 65 კასეტასთან ერთად 217 დოლარად და 77 ცენტად მიჰყიდეს.
ჯორჯმა ნასა-სგან შეძენილი ზოგიერთი კასეტა ადგილობრივ ტელევიზიებს მიჰყიდა, ხოლო აღნიშნული კასეტა კი მამის რჩევით არ გაასხვისა.
მთვარეზე პირველი გამგზავრების 50 წლისთავთან დაკავშირებით ნასა-მ კასეტების მოძიება დაიწყო, რის გამოც ჯორჯმა ამ კადრებს პირველად უყურა და აღმოაჩინა, რომ სწორედ მას ჰქონდა ის კასეტა, რომელსაც ნასა ეძებდა.