ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ირანის უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს

ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ირანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

1238684
ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ირანის უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ირანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილი USS Boxer ამფიბიური მოიერიშე გემისა და მისი ეკიპაჟის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მისივე თქმით, ირანის კუთვნილი აპარატი რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად გემს 900 მეტრამდე მიუახლოვდა, რის გამოც „თავდაცვის მიზნით“ ჩამოაგდეს.    

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან შეხვედრამდე გაეროს გენერალურ ოფისში ტრამპის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა.  

ზარიფმა აღნიშნა: „ჩვენი დღეს (გუშინ) უპილოტო საჰაერო აპარატის დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია არ არსებობს.“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აბას არაქჩის მიერ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „ჰორმუზის სრუტეში ან სხვა რომელიმე ადგილზე არც ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაგვიკარგავს. ვშიშობ, რომ USS Boxer-მა შესაძლოა შეცდომით საკუთარი უპილოტო საფრენო აპარატი ჩამოაგდო.“



მსგავსი ინფორმაციები