ბელგიას დღიურად 5 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ბელგიას დღიურად 5 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა

1233452
ბელგიას დღიურად 5 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დედაქალაქ ბრიუსელში სწრაფი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის შექმნისათვის ნელი ტემპით მოქმედების გამო ბელგიას დღიურად 5 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ, რომლის ცენტრიც ლუქსემბურგშია, ბელგიას ევროკავშირის ფართოზოლიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის წესის არ შესრულების გამო ევროკომისიის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ ბრიუსელში სწრაფი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის შექმნისათვის ნელი ტემპით მოქმედების გამო ბელგიას დღიურად 5 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიამ გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე ევროკავშირის რეგულაციების განხორციელებისათვის ზომები არ გაატარა. ბელგია წარუმატებელია რეგულაციების მიერ გათვალისწინებული პასუხიმგებლობების შესრულებაში.“

ბელგია აღნიშნულ საკითხზე ინფრასტრუქტურის შექმნამდე ყოველდღიურად ჯარიმას გადაიხდის.

 



მსგავსი ინფორმაციები