ირანმა ურანიუმის გამდიდრების პროცესი განაახლა

საეს-ს განცხადებით, თეირანმა, ურანის გამდიდრების 3.67 პროცენტიან ზღვარს გადააჭარბა

1232720
ირანმა ურანიუმის გამდიდრების პროცესი განაახლა

 

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (UAEA) ინსპექტორების განცხადებით, 2015 წელს ხელმოწერილი ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაფიქსირებულ ურანის გამდიდრების 3.67 პროცენტიან ზღვარს, თეირანმა უკვე გადააჭარბა.  "ირანმა  გადააჭარბა ურანის გამდიდრების 3.67 პროცენტიან ზღვარს", აღნიშნულია ხსენებული ორგანიზაციის განცხადებაში, თუმცა, აქვე არაფერია ნათქვამი, თუ, ირანის მიერ გამდიდრებული ურანიუმი, რამდენად აჭარბებს ამ ქვეყანაზე დაწესებულ ზღვარს. აშშ-ის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, თეირანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მასზე ეკონომიკურ სანქციებს დააწესებდა და ხელმომწერი ქვეყნები არ შეასრულებდნენ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მაშინ, იგი ახლიდან დაიწყებდა ურანიუმის გამდიდრების პროცესს



მსგავსი ინფორმაციები