რუსეთმა 3 ცალი Ka-32 ტიპის ვერტმფრენი მიაწოდა თურქეთს

დანარჩენების მიწოდებაზე მოლაპარაკებები გრძელდება

1229490
რუსეთმა 3 ცალი Ka-32 ტიპის ვერტმფრენი მიაწოდა თურქეთს

 

რუსეთმა თურქეთისათვის  Ka-32 ტიპის ვერტმფრენების მიწოდება დაასრულა. რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის მრეწველობის კომპანია როსტექის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი ბოგინსკიმ რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ წელს, ანკარასთან ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში  თურქეთს კიდევ 3 ცალი მრავალდარგოვანი Ka-32A11BC ტიპის ვერტმფრენი მიაწოდეს. “ჩვენ თურქულ მხარეს ხელშეკრულების საფუძველზე უკვე 3 ცალი ვერტმფრენი მივაწოდეთ და დარჩენილი პარტიების მიწოდების თაობაზე კი კონსულტაციებს ვაგრძელებთ“, განაცხადა ბოგინსკიმ. მრავალდარგოვანი Ka-32A11BC ტიპის ვერტმფრენები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, საძიებო და სამაშველო მისიებში, ასევე  სამშენებლო სამუშაოებში.



მსგავსი ინფორმაციები