ტეხასის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ტეხასის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

1227672
ტეხასის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ტეხასის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის ფედერალური ავიაციის სამმართველოს (FAA) მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, კატასტროფა ედისონის რეგიონში მდებარე აეროპორტში ადგილობრივი დროით დილით დაახლოებით 9 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავმა აფრენის დროს მიმართულება დაკარგა და ანგარს შეეჯახა, რის შედეგადაც კერძო თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა და შიგნით მყოფი 10 ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის ფედერალური ავიაციის სამმართველოს ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამო დაღუპულთა ვინაობას ჯერ-ჯერობით არ გაავრცელებენ.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა , #ტეხასი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები