TANAP-ი ევროპისათვის გაზის მისაწოდებლად მზად არის
TANAP-ით დღეიდან აზერბაიჯანის გაზის ევროპისთვის მიწოდებაა შესაძლებელი
სამხრეთის გაზის დერეფნის ყველაზე გრძელ რგოლის ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენით (TANAP) დღეიდან აზერბაიჯანის გაზის ევროპისთვის მიწოდებაა შესაძლებელი.
TANAP-ის განცხადების მიხედვით, არდაგანის დაბა ფოსოვიდან თურქეთში შემოსული 1850 კილომეტრიანი მილსადენი, რომელიც 20 პროვინციის, 67 რაიონის და 600 სოფლის გავლით ედირნეს რაიონ იპსალაში ევროპას უერთდება, დასრულებულია.
TANAP-ი 1 ივლისისთვის მზადყოფნაშია აზერბაიჯანის ჰახ დენიზ - 2-დან მოპოვებული ბუნებრივი აირის თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისთვის (TAP) მისაწოდებლად.
TAP-ის დასრულების შემდეგ მომდევნო წლიდან აზერბაიჯანის გაზის ევროპის ბაზრისათვის მიწოდება დაიწყება.
ამგვარად, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TAP-თან შეერთებული TANAP-ი თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ყველაზე გრძელი და ფართო დიამეტრის მილსადენი გახდა.
დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციით აგებული TANAP-ით თურქეთისათვის კომერციული გაზის მიწოდება 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები
ნატოს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება
ნატოს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება