ევროკომისიამ წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმის პროექტების შეფასებები გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ევროკავშირის 2030 წლის ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების შესაბამისი წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის შეფასებები გამოაქვეყნა

1221464
ევროკომისიამ წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმის პროექტების შეფასებები გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ევროკავშირის 2030 წლის ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების შესაბამისი წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის შეფასებები გამოაქვეყნა.

შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია მასზედ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გეგმის პროექტები და 2030 წლის განახლებადი ენერგიის მიზანი 32% მიღწეული ვერ იქნება და ენერგოეფექტურობაში დასახული 32,5%-იანი ზრდა ვერ შესრულდება.

შეფასებაში წევრ ქვეყნებს პარიზის კლიმატური შეთანხმების შესასრულებლად უფრო მეტი ძალისხმევის გაწევისკენ მოუწოდებენ და აღნიშნულია რომ ეროვნული გეგმები უფრო დეტალურ პოლიტიკას უნდა შეიცავდნენ და საჭიროა წახალისებული იქნას ინვესტიციები.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად წევრმა ქვეყნებმა ეროვნული სამოქმედო გეგმები უნდა განაახლონ და საბოლოო ვარიანტები 2019 წლის ბოლომდე უნდა წარადგინონ.



მსგავსი ინფორმაციები