რუსეთი 2 თვეში მიაწვდის თურქეთს S-400 სარაკეტო სისტემას

ამერიკა ეწინააღმდეგება ამ გარიგებას და ანკარას სანქციებით ემუქრება

1214893
რუსეთი 2 თვეში მიაწვდის თურქეთს S-400 სარაკეტო სისტემას

 

რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის მრეწველობის კომპანია, როსტექის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა, სანკ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ NTV-ს და თქვა, რომ თურქეთისათვის S-400 სარაკეტო სისტემის მიწოდების პროცესი დაგეგმილივით მიმდინარეობს  რა, მომავალი 2 თვის განმავლობაში მათ თურქებს ჩააბარებენ. მისივე თქმით, რუსეთში ჩასული სპეციალისტების ტრენინგებიც ფაქტიურად უკვე დასრულებულია. ჩემეზოვის ამ განცხადების საპასუხოდ აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ელენ ლორდმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ენდრიუ უინტერნიცმა აღნიშნეს, რომ თუ თურქეთი 31 ივლისამდის არ შეაჩერებს რუსული რაკეტების ყიდვას, მაშინ, ჯერ ერთი F35 პროგრამის ფარგლებში ამერიკაში ტრენინგების გამვლელ თურქ პილოტებს ქვეყანას დაატოვებინებენ, ხოლო მეორეს მხრივ კი, ხსენებული პროგრამის ფარგლებში თურქეთს აღარ მიაწვდიან F35 სათადარიგო ნაწილებს



მსგავსი ინფორმაციები