საქართველოში ტრანსნაციონალური კიბერ დანაშაულის ქსელის ლიდერი დააკავეს

საქართველოში ტრანსნაციონალური კიბერ დანაშაულის ქსელის ლიდერი დააკავეს

1203114
საქართველოში ტრანსნაციონალური კიბერ დანაშაულის ქსელის ლიდერი დააკავეს

ტრანსნაციონალური კიბერ დანაშაულის ქსელის ლიდერი, რომელმაც  ინტერნეტის მეშვეობით 40 ათასი დაზარალებულს 100 მილიონი დოლარი მოპარა, საქართველოდ დედაქალაქ თბილისში დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც 40 ათასი დაზარალებულისგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა,  სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

აქვე ნათქვამია, რომ ქსელის წინააღმდეგ ოპერაცია ბოლო ორი წელია საქართველოს, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის და მოლდოვას თანამშრომლობით ტარდება.

ქსელის ლიდერს ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მის მთავარ ასისტენტს,  მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით  “Phantom”) თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

განცხადების მიხედვით, ქსელის წინააღმდეგ ოპერაციაში ევროპოლიც მონაწილეობდა.

აქვე ნათქვამია, რომ ქსელმა დაახლოებით 40 ათას კომპიუტერზე GozNym-ის მავნე პროგრამით კიბერ შეტევა განახორციელა და დაზარალებულებს შორის არიან იურიდიული ფირმები, საერთაშორისო კომპანიები და ორგანიზაციები.

ამავდროულად განცხადება გააკეთა ევროპოლმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქსელის წევრების წინააღმდეგ გერმანიაში, აშშ-ში, მოლდოვაში და საქართველოში გამოძიება და დაიწყო და ქსელის 5 რუსი წევრი მიმალვაში იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები