ნასა 2024 წლამდე მთვარეზე ქალ ასტრონავტს გააგზავნის
ნასა 2024 წლამდე მთვარეზე ქალ ასტრონავტს გააგზავნის
ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს განცხადებით, ნასა 2024 წლამდე მთვარეზე ქალ ასტრონავტს გააგზავნის.
ტექნოლოგიური საინფორმაციო პორტალ The Verge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნასა-ს დირექტორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ დედამიწის თანამგზავრზე ქალი ასტრონავტი პირველად დააბიჯებს ფეხს.
მისივე თქმით, ახალ მისიას „აპოლოს“ მისიაზე მინიშნებით, რომლითაც ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგის მთვარეზე პირველი გაემგზავრა, ბერძნულ მითოლოგიაში აპოლოს დის არტემისის სახელი უწოდეს.
ნასა-მ აპოლოს მისიით 1969-1972 წლებში მთვარეზე 12 ასტრონავტი გააგზავნა და ყველა მათგანი მამაკაცი იყო.
საბჭოთა კავშირის მიერ „ვოსტოკ 6“-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდით 1963 წლის 16 ივნისს ორბიტაზე გასული კოსმონავტო ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში წასული პირველი ქალი გახდა.
ამერიკიდან კი კოსმოსში პირველი ქალი კოსმონავტი, სალი კრისტინ რაიდი 1983 წელში კოსმოსური ხომალდი „ჩელენჯერი“-თ გაემგზავრა.