“ზღვის ურჩხული 2019“ გრძელდება

იგი სამ ზღვაში ერთდროულად მიმდინარეობს

1201169
“ზღვის ურჩხული 2019“ გრძელდება
tatbikat deniz kurdu.jpg

 

თურქეთის სამხედრო საზღვაო ფლოტმა დაიწყო საზღვაო წვთნები სახელწოდებით “ზღვის ურჩხული 2019“, რომელიც ერთდროულად სამ ზღვაში, ხმელთაშუა, ეგეოსის და შავ ზღვებში მიმდინარეობს და რომელშიც მონაწილეობას იღებს  131 გემი, 57 თვითმფრინავი და 33 ვერტმფრენი. წვრთნების ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, კრეისერებმა და ფრეგატებმა წუხელ გაიარეს ჩანაქკალეს სრუტე და მასიური ცეცხლი გაუხსნეს მტრის სამიზნეებს და მთლიანად გაანადგურეს ისინი. ამავე ინფორმაციით, წუხანდელი ტრენინგი წარმატებით დასრულდა, ხოლო 17-21 მაისს შორის სამივე ზღვაში ომის სცენარით მომზადებულ წვრთნებს შეასრულებენ. თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთელი მანევრების დროს ყველანაირი სახის ზომები მიღებულია, რათა ზღვის ცოცხალ არსებებს და მის გარემო ბუნებას რაიმე ზარალი არ მიეყენოს



მსგავსი ინფორმაციები