“ტყვია მატარებლის“ ტესტირება დაიწყო

იგი საათში 360 კმ სიჩქარით “იფრენს“

1200403
“ტყვია მატარებლის“ ტესტირება დაიწყო

 

იაპონიამ დაიწყო ტესტირება აქამდე მსოფლიოში წარმოებული ყველაზე სწრაფი, ე.წ. ტყვია მატარებლისა, რომელიც სავარაუდოდ 2030 წლიდან დაიწყებს რეისების შესრულებას. ამ “ტყვია მატარებლის“ სისწრაფე საათში 360 კმ იქნება და საკმარისად გაუსწრებს აქამდე რეკორდული სიჩქარის მქონე  Fuxing-ის სახელწოდების ჩინურ მატარებელს. ალფა-X მატარებელი პირველ ეტაპზე იაპონურ ქალაქებს,  სენდაისა და აომორს შორის ივლის და მას 10 სამგზავრო ვაგონი და გრძელი, წვეტიანი, რაკეტისებური ცხვირი ექნება. საერთოდ კი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიჩქარის მატარებლები იაპონიას და საფრანგეთს გააჩნიათ და ისინი საათში 200 კმ სიჩქარით დადიან



მსგავსი ინფორმაციები