რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გეგმიური სამხედრო წვრთნები Denizkurdu-2019 დაიწყო

რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გეგმიური სამხედრო წვრთნები Denizkurdu-2019 დაიწყო

1200412
რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გეგმიური სამხედრო წვრთნები Denizkurdu-2019 დაიწყო

რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გეგმიური სამხედრო წვრთნები Denizkurdu-2019 ანატოლიის გარშემო მდებარე სამ ზღვაში (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, ეგეოსის და შავი ზღვა) 131 გემის, 57 თვითმფრინავის და 33 ვერტმფრენის მონაწილეობით დაიწყო.

გაერთიანებული შტაბის წლიური წვრთნების პროგრამის ფარგლებში საზღვაო ძალების სარდლობის მიერ დაგეგმილი და საზღვაო საბრძოლო ცენტრის სარდლობის მიერ ორგანიზებული წვრთნები შავ ზღვაში, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ჩათვლით სამ ზღვაში ერთდროულად ჩატარებული წვრთნებია.

თურქული საზღვაო ძალები, რომელმაც ოპერატიულ დონეზე ოპერაციისთვის სამზადისის წვრთნები Mavi Vatan 2019-ის წვრთნებით დაასრულა, უფრო ფართო მონაწილეობით უფრო განვითარებული კრიზის-დაძაბულობის, საომარი პერიოდის სცენარების გათვალისწინებით სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ატარებს სამხედრო წვრთნებს Denizkurdu-2019.

საზღვაო ძალების სარდლობის ნაწილი, გემისა და საზღვაო საჰაერო საშუალებების ოპერაციისთვის სამზადისის დონის გაზრდის მიზნით ჩატარებული წვრთნების აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მომცველი ნაწილი, მოწინავე საზღვაო ძალებშიც კი იშვიათი გემის, საზღვაო პოლიციის თვითმფრინავის და საზღვაო ვერტმფრენების მაღალი მონაწილეობის დონით ტარდება.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებული წვრთნების დროს, სახმელეთო დაბომბვებით „ელვას“-ს სახელწოდების მაღალი სიჩქარის უპილოტო საფრენ აპარატზე და „ალბატროსის“ სახელწოდების წყალს ზედა სამიზნეებზე საჰაერო თავდაცვის და წყალს ზედა სროლები განხორციელდება.

წვრთნები 25 მაისს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #საზღვაო წვრთნები , #Denizkurdu-2019

მსგავსი ინფორმაციები