ირანი ბირთვულ საქმიანობას უბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატების ემბარგოს ქვეშ მყოფი ირანი ბირთვული საქმიანობის ნაწილს უბრუნდება

1197420
ირანი ბირთვულ საქმიანობას უბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატების ემბარგოს ქვეშ მყოფი ირანი ბირთვული საქმიანობის ნაწილს უბრუნდება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თეირანის ხელისუფლებამ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთისა და რუსეთის საელჩოებს ბირთვული საქმიანობის განახლების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თუ ირანის ბირთვულ შეთანხმებაში არსებული ინტერსები დაცული არ იქნება 60 დღეში გამდიდრებული ურანის დონეს გაზრდიან.  

როჰანის თქმით, ბირთვული შეთანხმების ჩაშლამ ირანსა და მსოფლიოს საფრთხე შეუქმნა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა აშშ-ის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლაზე განაცხადა: „ირანმა მისი ინტერესების შესაბამისად მიიჩნია ბირთვული შეთანხმების ფარგლებში გარკვეული ნებაყოფლობითი დაპირებების არ შესრულება.“

ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩასულმა ზარიფმა ვნუკოვოს აეროპორტში ირანის სახელმწიფო ტელევიზიისა ჟურნალისტთან საუბარში დასძინა, რომ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას არ აქვს ძალა წინ აღუდგეს აშშ-ის ზეწოლას.

ზარიფის განცხადებით, ბირთვული შეთანხმების 26-ე და 36-ე მუხლების ფარგლებში ირანს ეს უფლება მიენიჭა.

ირანთან 2015 წელში მიღწეული ბირთვული შეთანხმება, თეირანისთვის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებდა.

ვაშინგტონმა, ირანსა და გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში ცალმხრივად დატოვა და სანქციების ისევ ამოქმედება დაიწყო.

აშშ-ს მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვების შემდეგ თეირანმა ევროპის ქვეყნებისგან შეთანხმების გაგრძელებისათვის მტკიცე ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა და დასძინა, რომ მისი ინტერესების არ დაცვის შემთხვევაში შეთანხმებაში არ დარჩება.



მსგავსი ინფორმაციები