"შევარდენი 21" სახელწოდების საჰაერო წვრთნები გრძელდება

მასში თურქი და ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობენ

1191164
"შევარდენი 21" სახელწოდების საჰაერო წვრთნები გრძელდება

 

კატარში, "შევარდენი 21" სახელწოდების საჰაერო წვრთნები ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თურქული სამხედრო თვითმფრინავებიც.

კატარის საინფორმაციო სააგენტო QNA იუწყება, რომ კატარის საჰაერო ძალების მიერ დედაქალაქ დოჰაში ორგანიზებულ "შევარდენი 21" სახელწოდების საჰაერო წვრთნებში მონაწილეობენ თურქული და აშშ-ის საჰაერო ძალები, კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სანაპირო დაცვა, საზღვაო ძალები და ერთობლივი სპეციალური ჯარები.

ამავე ცნობით, გუშინ წვრთნებს ესწრებოდა კატარის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი განიმ ბინ შაჰინ ალ-განიმი და იგი წვრთნების მაღალ დონეზე ჩატარების გამო, მეტად კმაყოფილი დარჩა.

ეს წვრთნები 23 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება.

კატარში, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით, მრავალი ასეთი სამხედრო წვრთნები გაიმართა



მსგავსი ინფორმაციები