მარსზე პირველი მიწისძვრა დააფიქსირეს

InSight-მა წითელ პლანეტაზე მცირე ბიძგები დააფიქსირა

1189113
მარსზე პირველი მიწისძვრა დააფიქსირეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ მარსზე დაშვებულმა სეისმური კვლევის ხომალდმა InSight-მა წითელ პლანეტაზე მცირე ბიძგები დააფიქსირა.

მეცნიერების განცხადებით, InSight-მა 6 აპრილს მარსზე მცირე ზომის ბიძგები დააფიქსირა და მათი აზრით, ეს პლანეტაზე აღრიცხული პირველი მიწისძვრაა.

პარიზის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენლის თქმით, ამით მიიღეს მტკიცებულება, რომ მარსი სეისმური თავლსაზრისით ისევ აქტიურია

სპეციალისტები როგორც 6 აპრილის მონაცემების ასევე მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე დაფიქსირებულ სამ სუსტს სეისმური სიგნალის კვლევას აგრძელებენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მარსზე მომხდარი მიწისძვრის გამოკვლევით წითელი პლანეტის შექმნის პროცესის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

მარსი გეოლოგიური კუთხით დედამიწის მსგავსად აქტიური არ არის და მთვარის მსგავსად ტექტონიკური ფენები არ აქვს.



მსგავსი ინფორმაციები