საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლაზე დაშავებულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

1187739
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლაზე დაშავებულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში გამავალ მდინარე ალაზანზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო გამოსვლაზე რეგიონის მოსახლოებასა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა... 55 ადამიანს, რომელთაგანაც 38 პოლიციელი და 17 სამოქალაქოა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 23 პოლიციელი ქალაქ თელავის საავადმყოფოში რჩება.“

„ხადორი - 3“ სახელწოდების ჰესის მშენებლობისათვის რეგიონში ჩასულ კომპანიის უფლებამოსილებს გზა მოსახლეობამ გადაუკეტა.

ამის გამო რეგიონში გამოძახებულ სპეცდანიშნულების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

საღამოს საათებში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადგილზე ჩავიდა და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ სპეცდანიშნულების ძალებთან ერთად რეგიონი დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები