თხილის ჩიპიც მზად არის

იგი სხვა ჩიპებისგან განსხვავებით, უფრო სასარგებლო იქნება

1187042
თხილის ჩიპიც მზად არის

 

თურქეთის თხილის კვლევის ინსტიტუტის მხრიდან გავრცელებული განცხადებით, მათი თანამშრომლების მხრიდან წარმოებული პროექტის ფარგლებში და სხვადასხვა ფორმულების გამოყენებით, თხილის ჩიპი დაამზადეს და მალე გაყიდვაში გამოვა. ამავე განცხადებით, თხილის ინსტიტუტში ამ ახალ პროდუქტზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და იგი სხვა ჩიპებთან შედარებით ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლო იქნება. “ეს თხილის ჩიპი შეიცავს 16% ცილებს, 40% ცხიმს და 35% ნახშირწყლებს. დანარჩენი ნაწილი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, მათ შორის ყველაზე ბლომად კალციუმს, რომელიც ძვლის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, აღნიშნულია თხილის ინსტიტუტის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები