მსოფლიოს ყველაზე უდიდესი თვითმფრინავი "Roc"-ი გახდა

მან პირველი საჩვენებელი ფრენა წარმატებით განახორციელა

1182924
მსოფლიოს ყველაზე უდიდესი თვითმფრინავი "Roc"-ი გახდა


პირველი საჩვენებელი ფრენა წარმატებით განახორციელა მსოფლიოს ყველაზე უდიდესმა, "Roc"-ის სახელწოდების  თვითმფრინავმა, რომელიც წარმოებულია რაკეტების გამტყორცნი კომპანია Stratolaunch--ის მიერ და მისი ფრთების სიგანე 117 მეტრია, წონა კი 226 ტონაა, იგი ორი კორპუსისგან შედგება რა, 6 ცალი Boeing 747 ტიპის თვითმფრინავის ძრავა გააჩნია. ეს საჩვენებელი ფრენა მან განახორციელა კალიფორნიის შტატის მოჟავეს აეროპორტში. მწარმოებელმა ფირმამ, საჩვენებელი ფრენის დასრულების შემდეგ მისი დამადასტურებელი ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ როკმა 150 წუთი იფრინა და შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა აეროპორტში. ეს საჰაერო ხომალდი 250 ტონა ტვირთის მატარებელი იქნება და 10 კმ-ის სიმაღლეზე იფრენს



მსგავსი ინფორმაციები