ინგლისი და საუდის არაბეთი ერთობლივ წვრთნას ატარებენ

ბოლო ერთობლივი წვრთნა მათ ნოემბერ-დეკემბერში ჰქონდათ

1175525
ინგლისი და საუდის არაბეთი ერთობლივ წვრთნას ატარებენ

 

საუდის არაბეთისა და დიდი ბრიტანეთის ჯარებმა, ერთობლივი სამხედრო წვრთნების განხორციელება დაიწყეს.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, ორი ქვეყნის სახმელეთო ჯარების წარმომადგენლებმა, საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთის სამხედრო ოლქში გუშინ,  "უდაბნოს საერთო ჯარისკაცები 3" სახელწოდების საბრძოლო მანევრები დაიწყეს.

ეს ერთობლივი მანევრი ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობების განმტკიცებას, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდასა და ოპერაციების დაგეგმვის სფეროში გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს.

თუმცა ამავე განცხადებაში არაფერია ნათქვამი წვრთნების ხანგრძლივობის შესახებ.

ბრიტანეთმა და საუდის არაბეთმა ბოლო ერთობლივი სამხედრო საჰაერო წვრთნა გასული წლის 25 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარეს და მისი სახელწოდება იყო "მწვანე დროშა".



მსგავსი ინფორმაციები