ჩინეთმა ახალი საკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა

ჩინეთმა ახალი საკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა

1160526
ჩინეთმა ახალი საკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა

ჩინეთმა კოსმოსში ახალი საკომუნიკაციოთანამგზავრი ,,ChinaSat-6C-ი” გაუშვა. ჩინური სააგენტო ,,სინჰუა” ჩინეთის ნაციონალურ კოსმოსურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება,  თანამგზავრი რაკეტა ,,Long March-3B-ის” საშუალებით გატყორცნეს.  ახალი საკომუნიკაციო სატელიტი, ჩინეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ წყნარი ოკეანეში მდებარე კუნძულებს მოიცავს.  ჩინეთი. რომელიც  კოსმოსში თანამგზავრების გაშვებით არის ცნობილი, ბოლოს   მთვარის ბნელი მხარის გამოკვლევის მიზნით გაუშვა თანამგზავრი. ჩინეთის მიზანია მომდევნო ათი წლის მანძილზე  მსოფლიოს ნომერ პირველ კოსმოსურ ძალად იქცეს.



მსგავსი ინფორმაციები