Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა
ეს უპილოტო თანამგზავრი 6 დღე დარჩა სკს-ზე
აშშ-ის კოსმოსური ხომალდებისა და რაკეტების მწარმოებელი ფირმის, SpaceX-ის მიერ, აშშ-ს ეროვნული საჰაერო და კოსმოსური კვლევის სააგენტოსათვის (NASA) დამზადებული და მისი პერსონალის გადამზიდავი, Crew Dragon-ის სახელწოდების კოსმოსური თანამგზავრი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) იმყოფებოდა, დედამიწაზე დაბრუნდა.
ნასას განცხადებით, სკს-ზე უპილოტო საფრენი ტესტისთვის გაგზავნილი თანამგზავრი, აშშ-ის ფლორიდის პროვინციიდან 450 კმ-ით დაშორებულ ატლანტიკის ოკეანეში დაეშვა.
NASA- ს მიერ "კომერციული ეკიპაჟის განვითარების პროგრამის" ფარგლებში მომზადებული და სკს-ზე ასტრონავტების გადაყვანის მიზნით შექმნილი ეს თანამგზავრი, მიმდინარე წლის 2 მარტს გაიტყორცნა კოსმოსში, 3 მარტს სკს-ზე დაეშვა და 6 დღე დაჰყო რა მასზე, გუშინ დაბრუნდა დედამიწაზე.
ამ უპილოტო თანამგზავრის გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახლა ნასა, ივლისის თვეში ორ ასტრონავტიან ტესტ-ფრენას განახორციელებს სკს-ზე