ეგვიპტისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ეგვიპტისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს

1156251
ეგვიპტისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ეგვიპტისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

ეგვიპტის არმიის პრესსპიკერის პოლკოვნიკ ტამირ ერ რუფაის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის საბრძოლო თვითმფრინავები „Rafale“ ეგვიპტის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ და ორი ქვეყნის საჰაერო ძალებს შორის სამხედრო წვრთნები დაიწყო.

რუფაის თქმით, რამდენიმე დღიანი წვრთნების მიზანია ორი ქვეყნის ძალებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამხედრო კავშირების გაძლიერება.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამა ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს, მტრის სამიზნეებზე თავდასხმას, ოპერაციის დაგეგმვის და აღსრულების მსგავს წვრთნებს მოიცავს.



მსგავსი ინფორმაციები