მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი იაპონიაში დაიბადა

იგი 268 გრამს იწონიდა

1154308
მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი იაპონიაში დაიბადა

იაპონიაში გასული წლის აგვისტოს თვეში დაბადებული ბიჭი, რომელიც 268 გრამს იწონიდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. იგი  24 კვირისა დაიბადა და  ტოკიოში კეიოს კლინიკაში 5 თვე გაატარა. ახლა ჩვილი 3.2 კილოგრამს იწონის და ნორმალურად იკვებება. კეიოს კლინიკის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მცირე წონით დაბადებული ახალშობილი, საავადმყოფოდან ჯანმრთელი გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია



მსგავსი ინფორმაციები