შესაძლოა სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები განადგურდეს

კლიმატური ცვლილებების გამო შესაძლოა სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები განადგურდეს

1153027
შესაძლოა სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები განადგურდეს

კლიმატური ცვლილებების გამო შესაძლოა სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები განადგურდეს.

LiveScience-ის ინფორმაციის თანახმად, თუ ნახშირორჟანგის დონე ატმოსფეროში მილიონში 1200 ნაწილაკს მიაღწევს, მზის შუქის არეკვლაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი სტრატოკუმულუსები განადგურდება.

დაბალ დონეზე არსებული სტრატოკუმულისების განადგურების შემთხვევაში დედამიწაზე ტემპერატურა მკვეთრად გაიზრდება.  

კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის და ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული ძალის ლაბორატორიის სპეციალისტმა, მეცნიერმა ტაპიო შნაიდერმა განაცხადა: „ეს კვლევა კლიმატის მოდელირებაში ბრმა ადგილზე მიუთითებს.“

კვლევის დეტალები ჟურნალ "Nature Geoscience"-ში გამოქვეყნდა.



მსგავსი ინფორმაციები