მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ტესტი, რომლითაც მკერდის კიბოს დადგენაა შესაძლებელი

გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს სისხლის ტესტი, რომლითაც მკერდის კიბოს დადგენაა შესაძლებელი

1150858
მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ტესტი, რომლითაც მკერდის კიბოს დადგენაა შესაძლებელი

გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს სისხლის ტესტი, რომლითაც მკერდის კიბოს დადგენაა შესაძლებელი.   

ტესტი, რომელიც რამდენიმე მილილიტრ სისხლს საჭიროებს, სხეულში სიმსივნის არსებობის მიმანიშნებელ ბიოლოგიურ მაჩვენებლებს ზომავს.

HeiScreen-ის სახელწოდების ტესტს სიმსივნის იმ ეტაპის უჯრედების არსებობაც შეუძლია დაადგინოს, რომლის აღმოჩენაც ამჟამინდელი სკანირების ტექნოლოგიებით ვერ ხდება.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სისხლის ტესტი მკერდის სიმსივნით დაავადებულ 500 ავადმყოფზე გამოცდამ აჩვენა, რომ ტესტი 75%-ით წარმატებულია.

ტესტის გამოყენების დაწყება მომავალ წელს იგეგმება, თუმცა მას ზოგიერთები ეჭვის თვალით უყურებენ. გერმანიის სიმსივნის კვლევის ცენტრში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლევის შედეგის შესახებ ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებამდე კომენტარის გაკეთება სპეკულაციური იქნება.

2018 წელში 627 ათასი ქალი მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ეს რაოდენობა გასული წლის სიმსივნით დაღუპულთა რაოდენობის 15%-ს უდრის.



მსგავსი ინფორმაციები