ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად 1,2 ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად 1,2 ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო

1149339
ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად 1,2 ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად 1,2 ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო.

გაზეთ The Independent-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ციურიხის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის ეკოლოგისტის ტომას ქროუტერის და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოებით დადგინდა, რომ ხეები კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ყველაზე ძლიერი იარაღია.  

ქროუტერის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინა, რომ 1,2 ტრილიონი ახალი ხის დასარგავად ადგილი არსებობს და ამ რაოდენობის ხე მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის მიერ გამოწვეული ნახშირორჟანგის ემისიას.

მეცნიერის თქმით, 3 ტრილიონი ხე 400 გიგატონ ნახშირბადს აკავებს და თუ ტრილიონობით ახალი ხე დაირგვება, მთლიანად იქნება შესაძლებელი ბოლო 10 წელიწადში გამოყოფილი მავნე გაზების გაწმენდა.

გლობალური ნახშირბადის პროექტის ანგარიშში (GCP)  ნათქვამია, რომ სატრანსპორტო საშუალებების და ნახშირის გამოყენების გაზრდით დიდწილად გაიზარდა ნახშირორჟანგის გლობალური ემისია და იგი რეკორდულ დონეს მიაღწევს.


საკვანძო სიტყვები: #ნახშირორჟანგი , #ემისია , #ხე

მსგავსი ინფორმაციები