ზიმბაბვეში ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ზიმბაბვეში გასულ კვირაში ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
1147237

ზიმბაბვეში გასულ კვირაში ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
სამთო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კადომას რეგიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამონგრეულ ოქროს მაღაროში მინიმუმ 50 ადამიანი მოყვა. მისივე თქმით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შედეგად 8 ადამიანი გადაარჩინეს და 24 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება და შიშობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდება.