არაბები კორონას ვირუსით იღუპებიან

ამ ვირუსით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 2 კაცი დაიღუპა

1146799
არაბები კორონას ვირუსით იღუპებიან

 

სასუნთქ ორგანოებში მწვავე რესპირატორული ტრაქტის უკმარისობის სინდრომით (SARS), საუდის არაბეთში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზეთ რიადის ცნობით, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის წყაროებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონას ვირუსის გამო 2 ადამიანი დაიღუპა, ამათგან 1 დედაქალაქ რიადში, მეორე კი ჰამის მუშაიტში.

2012 წლის სექტემბრის აქეთ, ამ ვირუსით დაღუპული ადამიანების საერთო რაოდენობამ 775 კაცს მიაღწია.

ძირითადად საუდის არაბეთსა და ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირებული კორონას ვირუსები ანადგურებენ ფილტვებს, თირკმლებს, იმუნურ სისტემას და იგი გრძელვადიანი კონტაქტით ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ჯერ ჯერობით ამ ვირუსის წინააღმდეგ, რომლის წყაროს შესახებ არ არსებობს საკმარისი ინფორმაციები, არც რაიმე დამცავი ვაქცინა არის შექმნილი და არც რაიმე სამკურნალო საშუალებები



მსგავსი ინფორმაციები