ირანმა ათასი კილომეტრის რადიუსის მქონე ახალი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

ირანის რევოლუციის მცველთა გვარდიამ „დეზფულის“ სახელწოდების ათასი კილომეტრის რადიუსის მქონე ხმელეთიდან ხმელეთზე ბალისტიკური რაკეტა შექმნა

1141109
ირანმა ათასი კილომეტრის რადიუსის მქონე ახალი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

ირანის რევოლუციის მცველთა გვარდიამ „დეზფულის“ სახელწოდების ათასი კილომეტრის რადიუსის მქონე ხმელეთიდან ხმელეთზე ბალისტიკური რაკეტა შექმნა.

ირანის მიწისქვეშა ფაბრიკაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულმა რევოლუციის მცველთა გვარდიის მთავარმა სარდალმა მუჰამედ ალი ჯაფერიმ განაცხადა: „მიწისქვეშა რაკეტის მწარმოებელი ფაბრიკის პრეზენტაცია პასუხია დასავლელების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე. ჰგონიათ, რომ სანქციებით და მუქარით ჩვენ შეგვზღუდავენ და უარს გვათქმევინებენ მაღალ მიზნებზე. ირანის თავდაცვის მასშტაბები არანაირი ფორმით მოლაპარაკებისთვის ღია არ არის... ჩვენი თავდაცვის ძალა ამაყად გავზარდეთ და არაფრის გვეშინია. ირანი ყველა მუქარის მიუხედავად თავდაცვის სფეროში თავის გზაზე სიარულს გააგრძელებს.“  

აღინიშნა, რომ „დეზფულის“ რადიუსი, 700 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტა „ზულფიკარ“-ზე 300 კილომეტრით მეტია, თუმცა განადგურების ძალა ორმაგი აქვს.  


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #ბალისტიკური რაკეტა

მსგავსი ინფორმაციები