თურქი მეცნიერები ანტარქტიდაზე  ხვალ გაემგზავრებიან

თურქეთი ანტარქტიდაში სამეცნიერო ბაზას ქმნის

1134462
თურქი მეცნიერები ანტარქტიდაზე  ხვალ გაემგზავრებიან

პრეზიდენტის ეგიდით,   სამრეწველო და ტექნოლოგიების სამინისტროს კოორდინაციისა და სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის (İTU) პოლარული კვლევების ცენტრის (PolReC) კოორდინაციის ფარგლებში მე-3 ეროვნული ანტარქტიდული მეცნიერების ექსპედიციამ ყოველგვარი სამზადისი დაასრულა. ისინი რეგიონში ხვალ გაემგზავრებიან.  მიმდინარე წელს 17 თურქი და  8 უცხოელი მეცნიერისგან შემდგარი ექსპედიცია 30 დღის განმავლობაში ანტარქტიდაზე სხვადასხვა სფეროში კვლევებს ჩაატარებენ. ექსპედიციაში როგორც მეცნიერები ასევე მეტეოროლოგიის ცენტრის სპეციალისტები და სანაპიროს დაცვის წარმომადგენლებიც  იქნებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „2019 წელს ანტარქტიდაში სამეცნიერო  ბაზას ვქმნით. სამეცნიერო ბაზის შექმნის შემდეგ, თურქეთი იმ 30 ქეყანას შორის იქნება, რომლებსაც ანტარქტიდაზე  სიტყვა ეთქმის“.



მსგავსი ინფორმაციები