ზღვებში წყლის დონემ შესაძლოა 7 მეტრით მოიმატოს

დადგინა, რომ გრელანდიაში ყინულის დიდი ფენების დნობის გაგრძელების გამო ზღვაში წყლის დონემ შესაძლოა 7 მეტრით მოიმატოს

1102632
ზღვებში წყლის დონემ შესაძლოა 7 მეტრით მოიმატოს

დადგინა, რომ გრელანდიაში ყინულის დიდი ფენების დნობის გაგრძელების გამო ზღვაში წყლის დონემ შესაძლოა 7 მეტრით მოიმატოს.  

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში მდებარე ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გრელანდიაში ყინულის მეოცე საუკუნის შუა პერიოდთან შედარებით 33%-ით უფრო მეტად გადნა.  

მკვლევარი სარა დასი აცხადებს, რომ გრელანდიაში ყინულის ფენები საკმაოდ სწრაფად და ჯერ არნახული ფორმით დნობას აგრძელებს.

ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენეს, რომ გრენლანდიის დიდი ყინულების ამ სისწრაფით დნობის გაგრძელების შემთხვევაში ზღვაში წყლის დონემ შესაძლოა 7 მეტრით მოიმატოს.  

აქვე ნათქვამია, რომ მსოფლიოში სანაპიროებთან ახლოს მდებარე 10 დიდი ქალაქიდან რვაზე ზღვის დონემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს.

კვლევის შედეგები ჟურნალ "Nature" -ში გამოქვეყნდა.


საკვანძო სიტყვები: #გრენლანდია , #ზღვა , #წყლის დონე

მსგავსი ინფორმაციები