Su-57 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა სირიაში საცდელი ფრენა განახორციელა

რუსეთის არმიაში მას "მოჩვენება თვითმფრინავს" ეძახიან

1090969
Su-57 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა  სირიაში საცდელი ფრენა განახორციელა

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ქვეყნის არმიის კუთვნილმა მეხუთე თაობის Su-57 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელსაც "მოჩვენება თვითმფრინავი" ჰქვია, სირიაში საცდელი ფრენა განახორციელა და ამის დამადასტურებელი ვიდეო რგოლიც გაავრცელა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ საცდელი ფრენის დროს გადაამოწმეს როგორც მე-5 თაობის თვითმფრინავის რთულ პირობებში ფრენის უნარი, ასევე გააკონტროლეს ინტელექტუალური ინფორმაციის მართვისა და იარაღის სისტემის მუშაობაც.

ამავე ინფორმაციით, სუ-57-მა სირიაში სულ 10-ზე მეტი ფრენა განახორციელა.

გავრცელებულ ვიდეოში მართალია ჩანს ორი Su-57 თვითმფრინავის საცდელი ფრენები, მაგრამ, თუ როდის და სირიის რომელ რეგიონში, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუმჟღავნებიათ.

რუსული ფირმა სუხოის მიერ წარმოებული მე -5 თაობის მრავალ ფუნქციური დანიშნულების გამანადგურებელი საბრძოლო თვითმფრინავები, იმის გამო რომ რადარებისთვის შეუმჩნეველნი რჩებიან, მათ რუსეთის არმიაში "მოჩვენება თვითმფრინავს" ეძახიან.

ჯერ ჯერობით სულ 6 ცალი სუ-57 წარმოებული და მათი პირველი საცდელი ფრენა 2010 წელს განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები