რუანდაში “სილიკონის ველი“ იქმნება
ეს იქნება პირველი ტექნოლოგიური ქალაქი აფრიკაში
პირველი ტექნოლოგიური ქალაქი აფრიკაში აშენდება აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო რუანდის დედაქალაქ კიგალში და იგი ანალოგიური იქნება აშშ-ში მოქმედი ე.წ. სილიკონის ველის მსგავსი ტექნოლოგიური წარმოებისა და განვითარების ცენტრისა.
კიგალის ინოვაციური ქალაქის (KIC) პროექტი აშენდება აფრიკის განვითარების ბანკის, BAD-ის ინფრასტრუქტურის განვითარების პლატფორმა, აფრიკა50-ის თანამშრომლობით და სავარაუდოდ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაჯდება რა, ამ თანხიდან 400 მილიონი დოლარის ინვესტიციას სწორედ BAD-ი ჩადებს.
ეს პროექტი მთლიანობაში, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ ქალაქებსა და ინოვაციურ ეკოსისტემას მთელს აფრიკაში.
აფრიკა50-ის მონაცემებით, KIC-ი მიზნად ისახავს ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპორტში გატანას და $ 300 მილიონი უცხოური ინვესტიციების შემოტანას.
ამ პროექტის განხორციელებისათვის კიგალში 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო და მისი ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ აქ იმოქმედებენ მსოფლიო დონის უნივერსიტეტები, სამეცნიერო და კვლევითი ლაბორატორიები,ტექნოლოგიური კომპანიები, ბიოტექნოლოგიური საწარმოები, კომერციული ცენტრები და ა.შ.
ჩინეთის ელექტრონული კომერციის საიტმა ალიბაბამ, სწორედ რუანდაში შექმნა ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ვაჭრობას აფრიკის ქვეყნებთან