მედიცინის სფეროში ნობელის პრემია ორ მეცნიერს მიენიჭა

წლევანდელი ლაურეატები იაპონელი და ამერიკელი მეცნიერები გახდნენ

1060104
მედიცინის სფეროში ნობელის პრემია ორ მეცნიერს მიენიჭა

 

წლევანდელი ნობელის პრემია მედიცინის სფეროში, სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭათ ამერიკელ ჯეიმს პ. ალლისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონჟოს.

ნობელის კომიტეტის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ხელს უშლის უარყოფით იმუნურ რეგულაციას.

“2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების მხრიდან აღმოჩენილ ამ მეთოდამდე კიბოს მკურნალობაში შეზღუდული კლინიკური გაუმჯობესება შეინიშნებოდა,  მაგრამ, მათ მიერ ე.წ. იმუნური კონტროლის წერტილის სახელწოდების თერაპიის მეთოდის აღმოჩენამ, ნამდვილი  რევოლუცია გამოიწვია კიბოს მკურნალობაში", ნათქვამია ამ განცხადებაში.

იაპონელი მეცნიერი ტასუკუ ჰონჟო 1942 წელს ქალაქ კიოტოში დაიბადა, ხოლო ამერიკელი ჯეიმს პ. ალლისონი კი 1948 წელს ქალაქ ჰიუსტონში.

მედიცინის სფეროში ნობელის პრემია 1901 წლიდან დაწესდა და მისი ლაურეატი გახდა 211 მეცნიერ მკვლევარი. დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში სტოკჰოლმში გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები