ელონ მუსკს კორუფციაში სდებენ ბრალს

იგი Tesla-ს თავჯდომარეობიდან გადადგება

1059372
ელონ მუსკს კორუფციაში სდებენ ბრალს

 

ამერიკული ელექტრო მანქანების მწარმოებელი და ენერგიის შემნახველი კომპანიის,  Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მუსკი, მის მიმართ დაწყებული კორუფციის გამოძიების ფარგლებში დასტოვებს კომპანიის თავმჯდომარეობას.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) განცხადებით, მუსკი 45 დღის ვადაში გადადგება კომპანიის თავმჯდომარეობიდან და მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვეღარ დაუბრუნდება ამ თანამდებობას, თუმცა, იგი კვლავ გააგრძელებს Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორად მუშაობას.

მუსკი, ბრალდების მიღების ან უარყოფის ფარგლებში, უკვე დათანხმდა 20-20 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას თავისთვის და მისი კომპანიისათვის.

როგორც ცნობილია, ელონ მუსკი ასევე აშშ-ს კოსმოსური თანამგზავრებისა და სარაკეტო მწარმოებელი კომპანიის, SpaceX-ის მენეჯერიც არის.



მსგავსი ინფორმაციები