სკაპაროტი თურქეთში ჩამოდის

თურქეთში ჩამოდის  ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების სარდალი არმიის გენერალი კურტის სკარაპოტი

1023943
სკაპაროტი თურქეთში ჩამოდის

თურქეთში ჩამოდის  ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების სარდალი არმიის გენერალი კურტის სკარაპოტი.

იგი ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავს თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აქართან და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ არმიის გენერალ იაშარ გულერთან.

ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა აშშ-ს ევროპული ძალების სარდლობის სოციალური ქსელის ანგარიშით.

შეხვედრებზე თავდაცვის სხვადასხვა საკითხების თაოსნობით ორ ქვეყანას შორის ძლიერ სამხედრო ურთიერთობებსაც განიხილავენ.

სავარაუდოდ, წინა პლანზე წამოიწვეს მენბიჯის რეგიონის ტერორისგან გაწმენდის სამოქმედოს გეგმის, საბრძოლო თვითმფრინავების F-35-ების ერთობლივი პროექტის და „პატრიოტი“-ს გაყიდვის საკითხები.

სკაპაროტი ანკარიდან ადანაში გადავა და ინჯირლიკის სამხედრო ბაზას მოინახულებს, იქედან კი იზმირში გაემგზავრება, სადაც სამხედრო ღონისძიებას დაესწრება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #გენერალი

მსგავსი ინფორმაციები