მარსი დედამიწას ძალიან დაუახლოვდება
მომდევნო ასეთი დაახლოება 2020 წლის 6 ოქტომბერს მოხდება
1019087
15 წლის შემდეგ, მარსის პლანეტა ყველაზე ახლო პოზიციაზე მიუახლოვდება დედამიწას. 2018 წლის 31 ივლისს, წითელი პლანეტა დედამიწის 57.6 ათას კილომეტრამდე დაუახლოვდება.
მანამდე კი, კონკრეტულად 27-30 ივლისს შორის, დედამიწასთან მოახლოებული მარსი, ცაში ყველაზე ნათლად და კაშკაშად გამოჩნდება, განსაკუთრებით კი შუაღამისას.
მზის სისტემაში მარსი, თვით მზისგან 230 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული და ამით დედამიწის შემდეგ მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მე-4 პლანეტა არის, რომელიც მზის ორბიტაზე ბრუნვას 687 დღის განმავლობაში ასრულებს.
მარსი უკანასკნელად დედამიწას ყველაზე ახლოს 2003 წელს დაუახლოვდა.
მომდევნო ასეთი დაახლოება 2020 წლის 6 ოქტომბერს მოხდება.