NASA აგვისტოს დასაწყისში მზეზე კოსმოსურ სადამკვირვებლო ხომალდს გააგზავნის
აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აგვისტოს დასაწყისში მზეზე კოსმოსურ სადამკვირვებლო ხომალდს გააგზავნის
1017884
აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აგვისტოს დასაწყისში მზეზე კოსმოსურ სადამკვირვებლო ხომალდს გააგზავნის.
NASA-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომობილის სიდიდის ხომალდს Parker Solar Probe-ს 6 აგვისტოს შემდეგ რაკეტა Delta 4-ით გატყპრცნიან.
Parker Solar Probe-ს მილიონ გრადუსიან ატმოსფეროში მზის გარშემო 24-ჯერ შემოვლა იგეგმება
ხომალდის მისიაა მზის ქარის აჩქარების, ვარსკვლავებიდან მუდმივად გარეთ ნივთიერების გამოდინების და კორონაში ძალზე მაღალი ტემპერატურის საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ხომალდის სითბოსგან დამცავი ფარი მას შესაძლებლობას მისცემს მისია შეასრულოს.