ერდოღანი ახალგაზრდებს შეხვდა

“ბირთვული ენერგიის წილს გავზრდით“

994831
ერდოღანი ახალგაზრდებს შეხვდა

 

პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური მედიის სპეციალურ გამოცემაში, "ახალგაზრდობა და ტექნოლოგიური შეხვედრა" პროგრამაში, მასში მონაწილე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ თურქეთი სწრაფი ტემპით დაიწყებს ბირთვული ენერგიის ათვისებას და მის ფარგლებში მერსინში დაწყებული აქქუის ბირთვული ელექტროსადგურის კვალდაკვალ, მეორე სადგურის მშენებლობას სინოპში დაიწყებენ, ხოლო მესამისათვის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

მისივე თქმით, ბირთვული ელექტროსადგურები მოწინავე ტექნოლოგიით შენდება და მისი ცოდნის დაუფლების მიზნით 300-მდე ახალგაზრდა გააგზავნეს რუსეთში ბირთვული ენერგიის სფეროში ტრენინგების მისაღებად.

“როგორც კი აქქუის სადგურის მშენებლობას დავასრულებთ, უფრო მეტ ახალგაზრდას გავაგზავნით უცხოეთში ტრენინგების მისაღებად. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საფრანგეთთან და იაპონიასთან, თუმცა შეიძლება ჩინეთთან ერთად ავაშენოთ მესამე სადგური. ასე რომ, ქვეყნის მოთხოვნილებაში ბირთვული ენერგიის წილის საკმარისად გაზრდას ვაპირებთ“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა

იგი კოსმოსის ათვისებასაც შეეხო და თქვა, რომ მათი მმართველობის 16 წლიან პერიოდში 10 კოსმოსური თანამგზავრი გატყორცნეს, ხოლო 2039 წლამდე, კიდევ 11 თანამგზავრს გატყორცნიან.

“2020 და 2021 წლებში, Türksat 5A და 5B-ს სახელწოდების სატელიტებს ამერიკელი მეცენატის, ელონ მუსკის Falcon-ის ტიპის რაკეტებით გავტყორცნით“, აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ გაზრდიან სამამულე წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების, მოიერიშე ვერტმფრენების და ტანკების გამოშვებას.

“რაც შეეხება თურქული ავტომობილის წარმოებას, იგი ელექტრონული დამუხტვით იმუშავებს და მისი წარმოებით სახელმწიფო ბიუჯეტი 50 მილიარდი ევროთი გამდიდრდება“, განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, პირველი ადგილობრივი ავტომობილი კონვეიერიდან 2022 წელს გადმოვა   



მსგავსი ინფორმაციები