ნასამ ახალი თანამგზავრის პრეზენტაცია მოაწყო

იგი მზის სისტემას გამოიკვლევს

984703
ნასამ ახალი თანამგზავრის პრეზენტაცია მოაწყო

 

აშშ-ს საჰაერო და კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA-მ, იმ სადაზვერვო თანამგზავრის პრეზენტაცია მოახდინა, რომელიც კოსმოსში უნდა გააგზავნოს 2024 წელს.
ნასას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ახალი თანამგზავრის, IMAP-ის მისიაში შედის ასევე ვარსკვლავთაშორისო რუკების შედგენა და ამ პროცესის დაჩქარება რა, მის ფარგლებში მზის სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთობის დამამყარებელ მაგნიტური ბალონის სფეროში, ჰელიოსფეროს ფენაში ჩაატარებს კვლევებს, სადაც როგორც ცნობილია, სხვადასხვა ვარსკვლავის სისტემიდან მოტეხილი მატერიები ეჯახებიან ერთმანეთს და ეს შეჯახებები ხელს უშლის მავნე კოსმიური რადიაციების მზის სისტემაში გადასვლას.

NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორის თანაშემწემ, დენის ანდრიჩუკმა თქვა, რომ IMAP-ის დასკვნები ასევე უზრუნველყოფს კრიტიკულ ინფორმაციებს მზის სისტემის მიღმა ადამიანური ხომალდების შესაძლო გაგზავნის თაობაზეც.



მსგავსი ინფორმაციები