ჩინელები ნაგებობების გადაადგილებისას ახალ ტექნოლოგიას იყენებენ
ფოლადის პლატფორმები ჰორიზონტალურმა მოწყობილობებმა შესცვალეს
984822
ჩინეთის ქალაქ შანხაის ჰონკუს რაიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, ერთი სამსართულიანი ისტორიული შენობის ადგილი ავტომატური გადაადგილების სისტემის გამოყენებით სხვა ადგილზე გადაიტანეს.
ამ მშენებლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ადრე, შენობების გადაადგილებისას ფოლადის პლატფორმებს იყენებდნენ, ახლა კი ეს პლატფორმები ჰორიზონტალური მოწყობილობებით შესცვალეს, რომლებიც ავტომატურად, ეფექტურად, უსაფრთხოდ და სწრაფად ახდენენ ნაგებობების გადატანას.
“ჩვეულებრივი გადაადგილების ტექნოლოგიასთან შედარებით, ჰორიზონტალური გადაადგილების მოწყობილობის გამოყენება არა მარტო მოძრაობის სიზუსტეს ზრდის, არამედ 20 მუშაკის ტვირთს იღებს თავის თავზე“, განაცხადა უფლებამოსილმა პირმა